რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გაფიცვის კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს - Palitra News

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გაფიცვის კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს

2019-08-10 16:59:28+04:00

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი არ ასახელებს გაფიცვის კონკრეტულ თარიღს, ამის მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ მათ სურთ მოლაპარაკებები ზედმეტი ულტიმატუმებისა და სტრესის გარეშე წარიმართოს. ეს განცხადება ახალი პროფკავშირების წარმომადგენლებმა გამგეობის სხდომის შემდეგ გააკეთეს. პროფკავშირების განცხადებით, თუ მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება და იქნება კეთილსინდისიერი, ამ შემთხვევაში აღარ გაიფიცებიან. შეგახსებებთ,ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების აქციები და გაფიცვები მიმდინარე წლის 4 აგვისტოს დაანონსდა, თუმცა გადაიდო. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები ხელფასების 50 პროცენტით მომატებას ითხოვენ.