რკინიგზასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ათივე პირი თავისუფალია. სასამართლო დაკავებულების ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო, იქამდე კი დაკავებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. დაცვის მხარემ საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გაცნობისთვის დრო ითხოვა.თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებულების საქმეს ერთად განიხილავდა. აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი 8 სექტემბერს ჩაინიშნა.სამართალდამცავებმა 24 აგვსტოს, რკინიგზელთა აქციის 10-მდე მონაწილე დააკავეს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა რკინიგზის შენობაში შესვლა სცადა. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან რკინიგზელების პროტესტი და შიმშილობის აქცია გრძელდება. ამ დროისთვის 14 ადამიანი შიმშილობს.