ბრიტანელმა დიზაინერმა პოლ მოთრამმა სასადილო მაგიდის კრეატიული დიზაინი შექმნა. მასიური ხის მაგიდაზე მოწყობილია "სარკინიგზო ხაზები", რომლებზეც რამდენიმე სატვირთო მატარებელი გადაადგილდება. რკინიგზის ხაზებს შორის თეფშების დასადგმელი ადგილია გათვალისწინებული. მატარებლების შემადგენლობები ერთგვარი მოძრავი თეფშებია, რომლებზეც პატარა ტვირთების, მაგალითად, შოკოლადის, სხვადასხვა ტკბილეულის დალაგება და მაგიდის ერთი კუთხიდან მეორეზე გაგზავნა შეიძლება.