სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აღნიშნული მოქალაქეების ახლობლები ავრცელებენ, რომლებიც ამ წუთებში სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან აქციას მართავენ.ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, დაშავებულები თურქეთის მხარეს იმყოფებიან და არ იციან, ისინი რა მდგომარეობაში არიან. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოში პალიტრანიუსს განუცხადეს, მათთვის მსგავსი ტიპის ინფორმაცია ცნობილი არაა. ტრაპზონში საქართველოს საკონსულოსოში კი აცხადებენ ,რომ ინფორმაცია ასეთი ჭორის გავრცელების შესახებ საქართველოს საპატრულო პოლიციისგან მიიღეს და ახლა გადამოწმების ეტაპზე არიან.