თურქეთში, რიზესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პაციენტები სტაციონარულ მკურნალობას გადიან. მათივე ინფორმაციით, პაციენტები, თურქეთის რესპუბლიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ , სამედიცინო ხარჯებს კი სრულად თურქული მხარე გაიღებს.ავტოსაგზაო შემთხვევა რიზესთან ახლოს 9 აპრილს მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6 დაშავდა. დაშავებულების მოსანახულებლად რიზეში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი იმყოფებოდნენ.რეგიონის წარმომადგენლებმა პაციენტები თურქეთში საქართველოს კონსულ ავთანდილ მიქაცაძესთან ერთად მოინახულეს.
იხილეთ: