საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი რაოდენობით ყავის ფასლიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.გამოძიებით დადგენილია, რომ შპს "რიჩი"-ს ხელძღვანელები, ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში, ყავის მარცვლის დაფქვის შედეგად მიღებულ მასას, მეტი სარგებლის მიღების მიზნით და ყავის მოცულობის და წონის გასაზრდელად, ურევდნენ ამავე ქარხანაში, მათ მიერ დაფქვილი ბარდას ფხვიერ მასას. აღნიშნულის შემდეგ აფასოებდენ 100 გრამიან, 500 გრამიან და სხვა, უფრო დიდი ზომის პოლიეთილენის ქილებში და მათ რეალიზაციას მოტყუებით, თითქოსდა მათი წარმოებული პროდუქტი იყო 100%-ით ნატურალური ყავა, ახდენდნენ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით, სხვადასხვა მაღაზიებსა და ფიზიკურ პირებზე.