22:09
14 დეკემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რით ვკვებავთ კბილებს? - რჩევები საკვების სწორად მიღებისა და კბილების გახეხვის წესზე, რათა სტომატოლოგთან ვიზიტი ხშირად არ გიწევდეთ
08-01-2019

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და დაზიანებათა აღსადგენად კბილებს მუდმივად ესაჭიროებათ საკვები ნივთიერებებით მომარაგება. საკვები კბილებისათვის ენერგიისა და საშენი მასალის წყაროა. კბილებს ესაჭიროებათ გლუკოზა, ამინმჟავები, ფერმენტები, ვიტამინები, მიკროელემენტები, კალციუმის, ფტორის, ფოსფორისა და სილიციუმის იონები.

პულპის სისხლძარვებისაგან კბილის ყველა ქსოვილისაკენ ნაწილდება სპეციალური არხები - საკვებ ნივთიერებათა მიმწოდებელი გზები. როგორც ირკვევა, პულპა კბილის კვების ერთადერთი წყარო არ გახლავთ. თურმე, კბილის ისეთი მტკიცე ქსოვილები, როგორებიცაა დენტინი, მინანქარი, განვლადია გლუკოზისათვის, ამინმჟავებისა და ვიტამინებისათვის, კალციუმის იონებისა და ბევრი სხვა ნივთიერებისათვის, რომელიც პირის ღრუში ხვდება.

კბილებს შეუძლიათ მათთვის საჭირო ყველა საკვები ნივთიერებების მოპოვება და გამოყენება ქსოვილთა აღსადგენად. ამიტომაც ენიჭება ასე დიდი მნიშვნელობა კვებას და რაც მთავარია, კბილებთან დაკავშირებულ რამდენიმე რჩევას: მაგალითად, ის რომ, საკვები დიდხანს და საგულდაგულოდ უნდა ღეჭოთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთრივ საკვების მონელებისთვის, არამედ კბილების კვებისთვისაც, კბილები სულ მცირე 2 წუთის განმავლობაში უნდა გაიხეხოთ და პირის ღრუ სხვადასხვა სავლებებით ხანგრძლივად გამოვივლოთ, იმისათვის რომ კბილებმა პირველწყაროდან მოასწრონ საჭირო ნივთიერებათა მიღება.

იგივე პრინციპი მოქმედებს კბილების დამაზიანებელი აგენტების შემთხვევაშიც. რა ნივთიერებებია ეს მავნე აგენტები - მჟავები, შაქარი და მიკრობული ტოქსინები, რაც უფრო დიდხანს გვხვდება ისინი პირის ღრუში, მით უფრო მეტად აზიანებს კბილებს.

გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებულად ვერაგია შაქარი, რადგან, გარდა იმისა, რომ საკვები ნიადაგია კბილის დამაზიანებელი ტოქსინების გამომყოფი მავნე ბაქტერიებისათვის, ორგანიზმში მოხვედრისას, შეთვისების კვალად კბილებს მათთვის ძვირფას კალციუმსაც ართმევს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები