რით ვერ მოგაწონეთ თავი? არავინ როგორ არ მოგწონთ? ბოდიში, რომ ბიძინასავით ბევრი ფული არ გვაქვს, - ასე მიმართა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ქართულ საზოგადოებას.
როგორც მან აღნიშნა, ქართულ პოლიტიკა პარტიებით მრავალფეროვანია და საზოგადოებას ხელისუფლების შესაცვლელად არჩევანი უნდა გაეკეთებინა.
ბურჯანაძის თქმით, ხელისუფალი იმდენს ბედავს, რამდენსაც ხალხი აბედინებს.