რით ხსნის ემზარ კვიციანი გიგა ბოკერიასთან მომხდარ ინციდენტს? - "პატრიოტთა ალიანსის" წევრი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე პირველ კომენტარს აკეთებს და მომხდარს ემოციურ თავშეუკავებლობას უწოდებს. კვიციანის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი რეჟიმი მის ოჯახს შეეხო, რის შედეგადაც მისი და, ნორა კვიციანი ციხეში აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, პარლამენტარი მის ქმედებას წლების განმავლობაში თმენის ემოციებს უკავშირებს, საზოგადოებას კი ბოდიშს უხდის. ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენის სურვილი არსებობს და მაგალითად მან რამდენიმე დღის წინ კახეთში ექს-დეპუტატზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა მოიყვანა.
იხილეთ:
ჩხუბი პარლამენტში: გიგა ბოკერიას საცემად გაქცეული ემზარ კვიციანი კოლეგებმა შეაკავეს
კადრები უკომენტაროდ პარლამენტიდან: ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას ჭიქა ესროლა და საცემად გაიწია