პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.
"საქმის პოლიტიზებამ, პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების მიერ გაკეთებულმა მკვეთრმა გადაწყვეტილებებმა არ შეუწყო ხელი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, თუმცა მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი დეკანოზების შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება,რომელზეც სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.