კრიპტოვალუტის ფასი ძალიან მერყევია და მისი ფლობით ან ოპერაციებით შეიძლება ნებისმიერი შედეგი დადგეს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.მისი თქმით, ზოგადად, ცენტრალური ბანკები საკმაოდ ფრთხილად ეკიდებიან ასეთ შუამავლებს. ამასთან, როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსახლეობისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ ეს არაა ოფიციალური გადახდის საშუალება საქართველოში.