05:51
19 ოქტომბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
რისი მანიშნებელია წითელი ხელისგულები - თუ მყარად მიიღო წითელი შეფერილობა, ეს სერიოზული სიგნალია
23-07-2019

ხელისგულებს მაღალი სიზუსტით შეუძლია ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი. ხელისგულზე განლაგებულია მრავალი კაპილარი და მათ შევიწროების ან გაფართოებისას იცვლება კანის ფერი, ამიტომ ხელისგულები უარყოფითი ცვლილებების საკმაოდ საიმედო მაჩვენებელია.

წითელი ხელისგულები ყოველთვის არაა გამოწვეული ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესებით. ზოგიერთ ადამიანს დაბადებიდან აღენიშნება მსგავსი სურათი. ამ შემთხვევაში შეწითლება კაპილარების კანის ზედაპირთან ახლოს განლაგებაზე მეტყველებს.

ხელისგულები შეიძლება ასევე გაწითლდეს გადაციების შედეგად. ამ შემთხვევაში სიწითლე რამდენიმე დღეში გაივლის. თუ ყველა ეს მიზეზი გამოირიცხა და ხელისგულებმა მყარად მიიღო წითელი შეფერილობა, ეს სერიოზული სიგნალია. წითელი ხელისგულები შეიძლება მეტყველებდეს ღვიძლის ტოქსიურ დაზიანებაზე, რასაც ადგილი აქვს ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების, ციროზის, ჰეპატიტის და სხვა მიზეზების დროს. ამასთან ტკივილის შეგრძნება არ აღინიშნება, თუმცა ადგილი აქვს სხვა სიმპტომების გამოვლინებას: გულისრევა, წონაში კლება, თმის ცვენა და ა.შ.

ამა თუ იმ ვიატამინის შემცველობა ასევე მოქმედებს კანის საფარველის მდგომარეობაზე. ხელისგულები წითლდება ორგანიზმში А ვიტამინის სიჭარბისას ასევე სისხლში В ჯგუფის ვიტამინების დეფიციტისას.

ხშირად გულის კუნთის მუშაობის დარღვევის, სისხლძარღვების ტონუსის დაქვეითებით გამოწვეული შეტევებისას ვითარდება ხელის მტევნების დაბუჟება, გაციება, ხელისგულებზე წითელი ლაქები. მსგავსი სურათი უვლინდებათ ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის დროსაც. ზოგჯერ ამ მდგომარეობას თან ახლავს თავბრუსხვევა, სისუსტე და ტკივილი.

ხელისგულების სიწითლე აღინიშნება სხვა დაავადებების, მაგალითად შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, ჰიპოთირეოზის და სხვა დაავადებებისას. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. დროულად დაწყებული კვალიფიციური მკურნალობა წარმატებული შედეგის გარანტიაა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები