12:18
21 ოქტომბერი, 2018, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
რისი გაცხელება არ შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში, რომლის გარეშე თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია
06-08-2018

თანამედროვე ცხოვრების წარმოდგენა მიკროტალღური ღუმლის გარეშე შეუძლებელია. მას ძირითადად სადილის გასაცხელებლად იყენებენ. თუმცა, არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომლის გაცხელებაც მასში კატეგორიულად არ შეიძლება. მიკროტალღურ ღუმელში არ შეიძლება მეტალის ჭურჭლით რაიმეს გაცხელება. მისთვის საუკეთესო ჭურჭელია ცეცხლგამძლე მინა. ან პლასტიკატი, რომელსაც სპეციალური ნიშანი აქვს დართული. საკვების გასაცხელებლად გამოგადგებათ ფაიფურის ან კერამიკული ჭურჭელი, რომელიც მთლიანად მომინანქრებულია.

მიკროტალღებმა თხელი ჭურჭელი შეიძლება დაადნოს. აგრეთვე მოერიდეთ საკვების გაცხელებას მოხატულ ჭურჭელში. დაზიანდება თავად ნახატი, საკვებიც გაფუჭდება და ელექტრო ნივთიც დაზიანდება.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რძის პროდუქტების გაცხელება. მიკროტალღურ ღუმელში გასაცხელებლად არ შედგათ ჰერმეტულად შეფუთული ან პლასტიკატის თავდახურულ ტარაში მოთავსებული პროდუქტი. გაცხელებამდე ისინი აუცილებლად უნდა გახსნათ. აგრეთვე არ გამოგადგებათ ცელოფნის საკვები სახვევი და კილიტა ეგრეთ წოდებული „ფოლგა”. მიკროტალღურ ღუმელში გაცხელებული ქათამი და სოკო დაკარგავს სასარგებლო თვისებებს .

თაფლის მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება შეიძლება, მაგრამ ის ყველა სასარგებლო თვისებას დაკარგავს. თაფლი უმჯობესია წყლის აბაზანაზე გაადნოთ. მიკროტალღურ ღუმელში არ მოათავსოთ კვერცხი, შედედებული რძე რკინის ქილით. ორივე შემთხვევაში მოხდება აფეთქება, რომელიც დააზიანებს სამზარეულო ხელსაწყოს და საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის.

AutoPlay
მავნებელია თუ არა მატყუარა საწოვარა? - ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ნივთზე, რომელიც მშობლებს ამოსუნთქვის საშალებას აძელვს
18-10-2018
რა სიხშირით უნდა ვცვალოთ თეთრეული? - თუ ამას არ გაითვალისწინებთ, შეიძლება ლოგინი ბაქტერიებისა და სოკოების "საბადოდ" გადაიქცეს
17-10-2018
რატომ უნდა იყოთ ფრთხილად იოგურტთან და რა უნდა იცოდეთ არჩევისას? - 55 ევროპული მარკის პროდუქციიდან სტანდარტს მხოლოდ მესამედი შეესაბამებოდა
17-10-2018
რამდენი პური უნდა ჭამოთ დღეში: მეცნიერებმა დაადგინეს ნორმა, რაც ჯანმრთელობას არ ავნებს და პირიქით, სასარგებლო იქნება
16-10-2018
ცხენით ვარჯიში ბავშვების ინტელექტზე დადებითად მოქმედებს - მშობლებო გაეცანით იაპონელი ექსპერტების ბოლო კვლევების შედეგებს
15-10-2018
ახალშობილს ტირილის სრულიად გაუგებარი შეტევები ეწყება, რაც საღამოს ან ღამის საათებში ვლინდება - როგორ უნდა მოიქცეთ ჩვილების კოლიკის დროს?
15-10-2018
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები