დედები ყოველთვის ზრუნავენ ბავშვის იმუნიტეტზე, ყველამ ვიცით, რომ იმუნური სისტემა საკმაოდ რთული მექანიზმია. მის ჩამოყალიბებაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. აუცილებელია გახსოვდეთ,რომ ბავშვის მომავალი მისი მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება. ამიტომ, აუცილებელია დედის განწყობა, მისი ჯანმრთელობა და, რა თქმა უნდა, კვება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრი, როცა ბავშვის ორგანიზმი ყალიბდება. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია: დროული და სწორი კვება, დღის რეჟიმი, ძილი, ნორმალური ემოციური ატმოსფერო, ყოველგვარი ნეგატიურისგან გათავისუფლება.
ფსიქოლოგები გვირჩევენ, მკურნალ ექიმთან შევათანხმოთ მშობიარობის ყოველი წუთი.ყველაზე მთავარი მომენტია,რომ მშობიარობისთანავე ბავშვი დედას მუცელზე უნდა დააწვინონ. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ეს ჭიპლარის გადაჭრამდე უნდა მოხდეს. პირველი კონტაქტი პატარას უსაფრთხო გარემოს შეუქმნის. შემდეგ უნდა იზრუნოთ მის კვებაზე, სასურველია, ბუნებრივზე, მის გაჯანსაღებაზე, სუფთა ჰაერზე სეირნობასა და პატარას განწყობაზე. პირველივე დღეებიდან გადადგმული სწორი ნაბიჯები მომავალში აუცილებლად გაგრძნობინებთ შედეგს.