თბილისში, დიღმის ჭალების პარკის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 14 მილიონ 864 ათას 406 ლარი იყო, თუმცა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 13 მილიონ 67 ათას 875 ლარზე გაფორმდა. ტენდერში ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ესენი იყვნენ: „ინშაათ საქართველო (Inshaat Georgia)“ და „გრინსერვისი+“, რომელთაგან გამარჯვებულად სატენდერო კომისიამ „გრინსერვისი+“ ცნო. რეესტრის ბოლო, 9 სექტემბრის ამონაწერით, „გრინსერვისი+“-ის 34%-იან წილს ტარიელ კიკნაძე, 33%-33%-იან წილებს კი კობა ხარშილაძე და ლაშა ფურცხვანიძე ფლობენ.რაც შეხეება უშუალოდ პროექტს, გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტერიტორიაზე მათ შორის მოეწყობა: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი და მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, ამასთან, გაიხსნება მდინარე მტკვრის სანაპირო და ეკო ხიდი მოეწყობა.