ბევრი წლობით ითმენს თავბრუხვევას, მიაჩნია, რომ ექიმთან ვიზიტი უსარგებლოა. უბრალო თავბრუხვევა, ჩვეულებრივ, საშიში არ არის, თანმხლები სიმპტომები კი სერიოზულ დაავადებაზე მიანიშნებს. თავბრუხვევა იკურნება. მის სამკურნალოდ იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენს ვესტიბულურ აპარატზე, ხსნის თავბრუხვევის თანმხლებ დამთრგუნველ სიმპტომებს: გულისრევას, ღებინებას, შიშისა და პანიკის მკურნალობაში. შეიძლება ჩაერთოს სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამები, ვარჯიშები, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ინფორმაციის მიწოდებას აწესრიგებს.
თუ თავბრუხვევა მხედველობის დარღვევებითაა განპირობებული, ექიმმა შესაძლოა ოპტიკური კორექცია შემოგთავაზოთ. ამ შემთხვევაში მიზეზის დასადგენად იყენებენ თვალების მოძრაობის კომპიუტერულ და ვიდეოგრაფიულ რეგისტრაციას: აპარატურა აფიქსირებს თვალების რეაქციას სხვადასხვა ტესტზე. დამატებით ტარდება სმენითი ფუნქციის გამოკვლევა. ზოგჯერ ინიშნება თავის ტვინის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, სისხლძარღვების, ენდოკრინული სისტემის გამოკვლევა, ასევე სისხლის ბიოქიმიური ანალიზი .
მაშინ, როდესაც თავბრუხვევა გამოწვეულია გადაღლით, კომპიუტერთან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ჯდომით. აქ გამოსავალი ერთია - მუშაობისას საათში ერთხელ მაინც უნდა შევისვენოთ: წამოდგეთ, ავმოძრავდეთ, შეასრულოთ მარტივი ვარჯიში, მაგალითად, აწიოთ და დაუშვათ ხელები. მდგომარეობის სწრაფი შეცვლისას, მაგალითად, სწრაფად ადგომისას, ორგანიზმმა შესაძლოა ვერ მოასწროს ორიენტირება, ამიტომ მკვეთრ მოძრაობებს უმჯობესია ერიდოთ.
თავბრუ ხშირად ეხვევათ ასაკოვან ადამიანებს. კვლევების თანახმად 60 წელს გადაცილებული ყოველი მეოთხე პაციენტი თავბრუხვევას უჩივის. ეს დაკავშირებულია სისხლძარღვების ასაკობრივ ცვლილებებთან. თავბრუხვევა შესაძლოა თან ახლდეს გრიპს ან გაციებას. ასე მაშინ ხდება, როდესაც ვირუსი აზიანებს ვესტიბულურ აპარატს. ჩვეულებრივი თავბრუხვევის უკან, თუ ის პერიოდულია, შესაძლოა უამრავი სერიოზული პრობლემა იდგეს, მათ შორის - ონკოლოგიური დაავადება, ტრავმის შემდგომი მდგომარეობა, შიგნითა ყურის პათოლოგია. ხშირად თავბრუხვევა გულის დაავადებასთანაა დაკავშირებული. გაითვალიწინეთ,თუ თავბრისხვევა ხშირად გაწუხებთ დამოუკიდებლად ამ პრობლემის მიზეზს ვერ დაადგენთ, აუ¬ცილებელია ექიმ ნევროლოგის კონსულტაცია.