ჩრდილოეთ ინგლისის საჯარო სკოლამ მოსწავლეებს ძვირადღირებული ტანისამოსის ჩაცმა აუკრძალა. ამ ნაბიჯით, სკოლა ცდილობს, ნაკლებად შესამჩნევი და ნაკლებად მტკივნეული გახადოს უთანასწორობა მდიდარ და ღარიბ მოსწავლეებს შორის.ქალაქ ბირკენჰედის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა ნოემბრის დასაწყისში მშობლებს აცნობა, რომ აღნიშნული აკრძალვა ძალაში შობის შემდეგ შედის. “სკოლა ითვალისწინებს, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა წნეხის ქვეშ აყენებს მშობლებს, რათა ძვირადღირებული ტანსაცმელი უყიდონ”, წერდა დირექტორი, რებეკა ფილიპსი.საუბარია კანადური ბრენდების, Goose-ის და Moncler-ის ქურთუკებზე, რომლებიც დაახლოებით 1 200 აშშ დოლარი ღირს.
სხვადასხვა ინიციატივებს შორის გვხვდება ასევე კალმების ძვირადღებული შესანახი ყუთების (პენლებს) აკრძალვა; ასევე, რჩევა მასწავლებლებს, ნუ შეეკითხებიან მოსწავლეებს, თუ როგორ გაატარეს დასვენების დღეები, რათა იმ მოსწავლეებმა, რომელთა ოჯახებიც ვერ ახერხებენ მდიდრულ დასვენებას, თავი უხერხულად არ იგრძნონ და ამის გამო არ შერცხვეთ.