თბილისში, რიყეზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კორეელი ტურისტია. უწყების ცნობით, ისინი სიმაღლიდან , ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გადავარდნენ. ამ დროისთვის დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.