დღეს რიყეზე, ოპოზიციური პარტიების შეკრება გაიმართება. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში 17 აპრილს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეკრება 15:00 საათზე დაიწყება.
მისივე თქმით, ეს იქნება ერთგვარი პრელუდია 15 მაისის აქციისთვის, რომ მოსახლეობას ოპოზიციის გეგმების შესახებ მიაწოდონ ინფორმაცია.