ერთ-ერთი ტურისტი, რომელიც მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან სიმაღლიდან გადავარდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც "პალიტრანიუსს" ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, დაშავებული გუშინ დაახლოებით 21:00 საათისთვის გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ რიყეზე სამი ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. ამ დროისთვის მესამე დაშავებულს კლინიკა "ამტელ-ჰოსპიტალში" უტარდება შესაბამისი მკურნალობა.