„რიონის ხეობის მცველები“ ქუთაისიდან სოფელ გუმათში დაბრუნდნენ, სადაც პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. როგორც „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, გუშინდელმა ღამემ ქუთაისის ცენტრში მშვიდობით ჩაიარა, სადაც პროტესტის ნიშნად გაათენეს. მისივე განმარტებით, სოფელ გუმათში კვლავ აღმართულია რკინის კედელი და პოლიციას მოწოდებენ, გზა გაათავისუფლონ იმისათვის, რომ ნამახვანში პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების საშუალება მიეცეთ. მისი თქმით, ეს იქნება „რიონის ხეობის მცველების“ დღევანდელი მოთხოვნა.