რიკოთის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის ასაშენებლად 6 ჩინური და 3 თურქული კომპანია იბრძვის. ყველაზე მცირე 329 მილიონ 882 ათას 770 ლარი ჩინურ კომპანიას - China State Construction Engineering Corporation-ს აქვს შეთავაზებული. ყველაზე მეტი - 523 მილიონ 150 ათას 297 ლარი კი თურქულ კომპანიას - Supplier 11-ს აქვს შეთავაზებული.
შეგახსენებთ, რომ სამუშაოებზე ტენდერი გასული წლის 8 ნოემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება კი 25 იანვარს დაიწყო და 29 იანვარს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 376 მილიონ 962 ათას 285 ლარია. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია.შეგახსენებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია სულ 51 კილომეტრამდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. მშენებლობა 4 სექციადაა დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთად, ხევი-უბისას, უბისა-შორაპანისა და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებად.