„თუ სამედიცინო საბჭო გადაწყვეტს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში, მე არ გამოვრიცხავდი მისი გადაყვანის საჭიროებას“, - ამის შესახებ ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე შეფასებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს.
„ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია ის წარსდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს. ვფიქრობ, რომ მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომია საქართველოში, მის სხვა ქვეყანაში ტრანსპორტირების საჭიროებას ვერ ვხედავ. თუ სამედიცინო საბჭო გადაწყვეტს, რომ მისთვის საჭირო სამედიცინო დახმარება არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში, მე არ გამოვრიცხავდი მისი გადაყვანის საჭიროებას. სამწუხაროა, რომ თქვენი ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებული პროცესები ასეთ ნეგატიურ გავლენას ახდებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და არასტაბილურობას იწვევს. ეს საზოგადოების პოლარიზებასაც იწვევს. იმედი მაქვს, რომ მალე მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება“,- განაცხადა ელჩმა.