ნადირაძის განცხადებით, ისინი ამ სხდომაზე მეტროსადგურ „ვარკეთილში“მომხდართან დაკავშირებით თბილისის მერის კახა კალაძის და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელების მოწვევას ითხოვენ. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მათ აქვთ კითხვები და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, დამნაშავე პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც ითხოვენ.თბილისის საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად, რა ფორმატში იქნება მსჯელობა მეტროსადგურ ”ვარკეთილში” მომხდარზე, უახლოეს დღეებში გაირკვევა, - ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ, განაცხადა. გიორგი ტყემალაძის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილს, საკითხის განხილვა ფრაქციის ფორმატში სურთ, ნაწილი კი, საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ითხოვს. როგორც მან აღნიშნა, საკრებულოში საკითხის განხილვა პრობლემა არასდროს ყოფილა და არც ახლა იქნება.