"ბიბლუსი გალერეაში", სადაც სამი ბესტსელერი - ელიფ შაფაქის ”სიყვარულის 40 წესი”, დათო ტურაშვილის ”ჯინსების თაობა” და დენიელ კიზის ”ყვავილები ელჯერონისთვის”, უპრეცედენტო ფასად იყიდება, ხალხმრავლობაა. აქციის ფარგლებში აღნიშნული წიგნები მხოლოდ 3-ლარად იყიდება. აქციის დაწყებისთანავე, კანდელაკის ქ.7-ში,”ბიბლუსი გალერეასთან” მკითხველების რიგი დგას. დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციაც, რომელსაც დაესწრებიან მწერლები, პოეტები და ლიტერატურულ სფეროში საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები.