რიგა ძალიან ლამაზი ქალაქია. მისმა ცენტრალურმა უბანმა უძველესი შენობების მთელი კომპლექსი შეინარჩუნა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. ამასთან რიგა ყოველთვის იყო თავისი პატარა ბალტიური ოჯახის უფროსი ძმა. ტალინთან და ვილნიუსთან შედარებით, ეს ქალაქი მართლაც ტოვებს მეგაპოლისის შთაბეჭდილებას. ის ბობოქრობს, მხიარულობს, იზიდავს ათასობით ტურისტს, აყვარებს თავს და აიძულებს კიდევ მრავალჯერ დაბრუნდნენ. ფართო, 500 მეტრიანი მდინარით გაყოფილი რიგა სამუდამოდ რჩება გულში.
რიგაზე საკუთარ შთაბეჭდილებას დინი ვირსალაძე გიზიარებთ.