თითქმის 400 წლის შემდეგ ბარბადოსმა ბრიტანეთის მონარქიასთან კავშირი გაწყვიტა და რესპუბლიკა გახდა. ახალი რესპუბლიკის შექმნა დედაქალაქ ბრიჯშთაუნში 30 ნოემბრის დადგომასთან ერთად აღნიშნეს — ზუსტად ღამის 12 საათზე ის დროშა, რომელიც ბრიტანეთის დედოფალს წარმოადგენდა, დაუშვეს და ეროვნული კულტურული ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, კაროლ რობერტს-რეიფერმა ბარბადოსის ახალი კონსტიტუციური სტატუსი გამოაცხადა.ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მომღერალი რიანა აღმოჩნდა, რომელსაც მშობლიურმა ბარბადოსმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. აღნიშნული წოდება რიანას გარდა კიდევ 10 ბარბადოსელს აქვს მინიჭებული.