რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ტრანსასაზღვრო ფულადი გადარიცხვების ოდენობამ, რომელიც რეზიდენტი ფიზიკური პირებისა და არარეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ რუსეთიდან საქართველოში ხორციელდება, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 124 მილიონ 346 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 132 მილიონ 200 ათასი დოლარი იყო. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
მისივე ცნობით, 2019 წლის პირველ კვარტალში გადარიცხული თანხიდან რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე 101 მილიონ 600 ათასი დოლარი - გადარიცხვათა მთლიანი მოცულობის 80%-ი, არარეზიდენტებზე კი 22 მილიონ 700 ათასი დოლარი მოდის.
ამასთან, სააგენტოს მოჰყავს ფულის გადარიცხვის ცალკეული კომპანიების მოსაზრებები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თუკი რუსეთი საქართველოში ფულად გადარიცხვებზე აკრძალვას დააწესებს, ეს „ჩრდილოვან“ გადარიცხვებს შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმა საქართველოდან ღვინის, „ბორჯომის“ შეტანის აკრძალვასა და საქართველოში ფულადი გზავნილების შეწყვეტის შესახებ მსჯელობას გეგმავს.