პარლამენტში დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე რეზოლციის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრები განახლდება. კონსულტაციებში მმართველი გუნდი და „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მიირებენ მონაწილეობას. უმცირესობა - უმრავლესობას შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი სანქციებია. ევროპული საქართველო მაგნიცკის სიის მსგავსი ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შექმნას მოითხოვს. მხარეები იმედოვნებენ, რომ პარლამენტი რეზოლუციის სხვადასხვა ვერსიაზე არ გააგრძელებს მუშაობას და ერთიანი დოკუმენტის მიღებას შეძლებენ.