ცნობილი ქართველი სცენარისტის, რეჟისორის, მხატვრისა და სკუპლტორის, რეზო გაბრიაძის, ჩანაწერების მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმი, დედა, იცი, სად ვიყავი? ამერიკულ სტრიმინგ პლატფორმა ნეტფლიქსზე განთავსდა, სახელწოდებით „რეზო“. ბიოგრაფიული ანიმაცია 2017 წელს შეიქმნა, კინოსურათის სცენარი თავად რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის, რომელიც ნაწარმოებში მთხრობელადაც გვევლინება, რეჟისორი კი მისი შვილი, ლეო (ლევან) გაბრიაძეა.