რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ზაზა ურუშაძე ვაკის საცურაო აუზზე იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.ზაზა ურუშაძე 1999-2000წწ. იყო სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" "აქ თენდება" "სამი სახლი" "დარჩი ჩემთან" "ბოლო გასეირნება" "მანდარინები".ც