01:13
4 ივლისი, 2022, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
რეჟისორი, რომელმაც ფროიდის ფსიქოანალიზი გასართობი, კინოს წამყვან ელემენტად და მასკულტურის ინსტრუმენტად აქცია - მსოფლიო კინემატოგრაფიაში ფასდაუდებელმა ალფრედ ჰიჩკოკმა, ნოვატორული სიუჟეტური, ტექნიკური და ვიზუალური მეთოდების გამოგონება და სრულყოფა შეძლო
15-04-2022

ალფრედ ჰიჩკოკის წვლილი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეუფასებელი და ფასდაუდებელია, რადგან მართალია, რეჟისორი მეტწილად „მსუბუქ“ ჟანრში მუშაობდა, მაგრამ მაინც შეძლო იმ სრულიად ნოვატორული სიუჟეტური, ტექნიკური და ვიზუალური მეთოდების ჯერ გამოგონება, მერე სრულყოფა, რომელთაც დღესაც აქტიურად მიმართავენ რეჟისორები.

სწორედ ჰიჩკოკი ითვლება სწრაფი, ერთგვარი დანაწევრებული მონტაჟის ავტორად, მან აქცია ფროიდის ფსიქოანალიზი გასართობი კინოს წამყვან ელემენტად და მასკულტურის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად. ჰიჩკოკმა შემოიღო ‘’სასპენსის’’ მცნება, რაც შემაშფოთებელი გაურკვევლობისა და დამთრგუნველი მოლოდინის ატმოსფეროს შექმნას გულისხმობს და მანვე მოსინჯა პირველმა ე.წ. სუბიექტური კამერა, ანუ იმ ორიგინალური რაკურსით გადაღება,  რომელიც მაყურებელს ფილმში მონაწილეობის და სამყაროს პერსონაჟების თვალით დანახვის საშუალებას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ კარიერა ‘’ტრილერის ოსტატად’’ წოდებულმა რეჟისორმა ბრიტანეთში დაიწყო ჯერ კიდევ მუნჯი კინოს ეპოქაში და 1929 წელს სწორედ მან დადგა პირველი ბრიტანული ხმოვანი ფილმი ‘’შანტაჟი’’, მერე კი, ჰოლივუდში გადაბარგდა, სადაც ფილმებით ‘’უცნობები მატარებელში’’, ‘’მისტერ და მისის სმიტები’’, ‘’თოკი’’ და „რებეკა’’ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.

მართალია, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი კარიერის მანძილზე ჰიჩკოკმა 55 სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და 32 პრემია დაიმსახურა პრესტიჟულ კინოფორუმებზე, მაგრამ საუკეთესო ნამუშევრები მაინც 1950-იანი წლების მეორე ნახევარში შექმნა, როცა მაყურებელს ფილმები ‘’ფსიქო’’, ‘’თავბრუსხვევა’’, ‘’ჩრდილოეთისკენ ჩრდილო-დასავლეთის გავლით’’ და ‘’ფანჯარა ეზოში’’ წარუდგინა.

AutoPlay
არაჩვეულებრივი მსახიობი ოდრი ტოტუ, რომელმაც რამდენიმე ათეული დახვეწილი და საოცრად მგრძნობიარე პერსონაჟი განასახიერა, თუმცა მსოფლიო აღიარება მაინც ამელი პულენის როლით მოიპოვა
01-07-2022
მსოფლიო კინოს საკულტო პერსონები ძმები ჯოელ და ითან კოენები, რომლებიც ფილმებს საკუთარი სცენარით დგამენ, ამონტაჟებენ და პროდიუსირებაზეც თავად ზრუნავენ, თითქმის 35-წლიანი კარიერის მანძილზე 25-ზე მეტი პროექტი შექმნეს და 70-მდე პრესტიჟული პრემია დაიმსახურეს
24-06-2022
"ჰოლივუდის" ვარსკვლავი, რომელმაც 30-წლიანი კარიერის მანძილზე რამდენიმე ათეული მთავარი როლი შეასრულა და პრაქტიკულად ყველა პრესტიჟული პრემია დაიმსახურა "ოსკარისა" და ვერცხლის დათვის ჩათვლით - ნახეთ ლეონარდო დიკაპრიოს გამორჩეული როლები
17-06-2022
15 სრულმეტრაჟიანი ფილმი, მიმბაძველთა მთელი არმია და საკულტოდ ქცეული პერსონაჟები - თითქმის 30-წლიანი კარიერის მანძილზე კვენტინ ტარანტინომ უნიკალური კინოსამყარო შექმნა და რადიკალურად შეცვალა ამერიკული პოპ-კულტურა
10-06-2022
ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიების მფლობელი ჯორჯ კლუნი - ნახეთ მსახიობის გამორჩეული როლები
03-06-2022
„არ ვიცი რამდენად დამეთანხმებიან კოლეგები, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე ჰოლივუდში არის ტომ ჰენქსი და არიან დანარჩენები“ - ამერიკული კინოს წამყვანი მსახიობი, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით ორი „ოსკარი“ დაიმსახურა
27-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები