რეჟისორ გიორგი შენგელაიას დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი შენგელაიას დაკრძალვის ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება. მას ვერიკო ანჯაფარიძის ნომერ 16-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში, 17 თებერვალს გარდაიცვალა.