ტაილანდში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 21 წლის ქართველმა ძალოსანმა რევაზ დავითაძემ (87 კგ) ოქროსა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დავითაძემ ატაცში 172 კილოგრამი დასძლია და მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. მან აკვრაში 199 კილოგრამი დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული 371 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!