საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში მისულ ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მოთხოვნით მიმართა, განმარტოს შიმშილობენ თუ არა რეალურად საქართველოში ბავშვები.
მან აქვე განმარტა გუშინდელი სკანდალური განცხადება და განაცხადა, რომ საქართველოში მთავარი პრობლემა სიღარიბეა და აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია ასეთ გაჭირვებულ ბავშვებს პრობლემები ექმნებათ თუმცა, არველაძის განმარტებით, შიმშილი სულ სხვა ამბავია.