Reuters/Ipsos-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატ ჯო ბაიდენს ვისკონსინის შტატში პოტენციური ამომრჩევლების 48% უჭერს მხარს, დონალდ ტრამპს კი - 43%.
გარდა ამისა, შტატში გამოკითხული პოტენციური ამომრჩევლების 48% მიიჩნევს, რომ კორონავირუსს ჯო ბაიდენი უკეთ გაუმკლავდება, 40% - კი ფიქრობს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს აჯობებს.
რაც შეეხება პენსილვანიის შტატს, იქ ჯო ბაიდენს გამოკითხულთა 49% პროცენტი უჭერს მხარს, დონალდ ტრამპს კი - 46%. 48% აცხადებს, რომ კორონავირუსს ჯო ბაიდენი უკეთ გაუმკლავდება, 44%-ს კი მიაჩნია, რომ პანდემიას დონალდ ტრამპი უკეთეს შეებრძოლება.
Reuters-ი პოტენციური ამომრჩევლების ონლაინ გამოკითხვას 6 შტატში: ვისკონსინში, პენსილვანიაში, მიჩიგანში, ჩრდილოეთ კაროლიკაში, ფლორიდასა და არიზონაში ატარებს.