წელს რუსეთმა ნავთობმოპოვება სანქციების შედეგად შესაძლოა, 17%-ით შეამციროს. ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტში წერია, რომელიც Reuters-მა ექსკლუზიურად მოიპოვა.
დოკუმენტის მიხედვით, წელს რუსეთის ნავთობმოპოვება 2021 წლის 524 მლნ ტონიდან 433-დან 475 მლნ ტონამდე დაიპაზონის ნიშნულამდე შემცირდება. ეს იქნება ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2003 წლის შემდეგ, როცა რუსულმა ნავთობმოპოვებამ 421 მილიონ ტონა შეადგინა.
სააგენტო წერს, რომ წარმოების შემცირების ეს მასშტაბი ყველაზე დიდია 1990-იანი წლების შემდეგ, როცა ნავთობის ინდუსტრია ინვესტიციების ნაკლებობას განიცდიდა.
რუსული ნავთობმოპოვების შემცირება მარტის დასაწყისიდნ დაიწყო და აპრილის შუა რიცხვებისთვის, დაახლოებით, 7,5%-ით შემცირდა. რუსეთში ნავთობმოპოვება გასულ წელს, მას შემდეგ აღდგა, რაც კოვიდპანდემიის შედეგად 2008 წლიდან პირველი წლიური ვარდნა დააფიქსირა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ სანქციების გავლენა და რუსული ნავთობის მიმართ მყიდველების „ზიზღი“ მაისიდან გამძაფრდება.