ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Microsoft-ს მისცა უფლება აწარმოოს მოლაპარაკება TikTok– ის შეძენასთან დაკავშირებით. ტრამპის პირობაა, რომ გარიგება 45 დღეში უნდა დასრულდეს. ამის შესახებ Reuters-ი 3 წყაროზე დაყრდნობით წერს.
TikTok– ის შეძენა, რომელსაც 100 მილიონი ამერიკელი მომხმარებელი ჰყავს, Microsoft- ს იშვიათ შესაძლებლობას მისცემს, გახდეს მთავარი კონკურენტი სოციალური მედიის გიგანტებისთვის, როგორიცაა Facebook-ი და Snap-ი. ცნობისთვის, Microsoft-ი ფლობს LinkedIn-ს, რომელიც არის სოციალური ქსელი საქმიანი კონტაქტების მოსაძებნად.
Microsoft-ი გარიგების დახურვას 15 სექტემბრამდე გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, ByteDance- სა და Microsoft- ს შორის მოლაპარაკებებს გააკონტროლებს CFIUS, რომელსაც აქვს უფლებამოსილება დაბლოკოს ნებისმიერი შეთანხმება.