სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ავიაიერიშებს ბოლო ორ დღეში 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის, უმეტესობა ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს განცხადებით სოფელ დეირში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 11 ადამინი დაიღუპა. გუშინ კი სოფელ ალ-ჰაასზე ავიაიერიშებს 11 ადმაიანი ემსხვერპლა. გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისის მონაცემებით, სირიაში აპრილიდან დღემდე 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამასთანავე, რუსეთი და სირიის ხელისუფლება ირწმუნებიან, რომ მათი სამიზნე არა მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ ტერორისტები არიან, მათ შორის ჯიჰადისტური დაჯგუფება “ალ-ნუსრას ფრონტი”.