ბოლო 2 კვირის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ 24 საათში, საშუალოდ, 5 900 ადამიანი იღუპება, რაც ყოველ 15 წამში 1 ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს,- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით დაღუპულთა რიცხვმა 700 000-ს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი, 18.7 მილიონს მიაღწია. ფატალური შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე შეერთებული შტატები დგას, მას ბრაზილია, ინდოეთი და მექსიკა მოჰყვებიან. Reuters-ის მიხედვით, აშშ და ლათინური ამერიკის ქვეყნები ვირუსის გავრცელების ახალ ეპიცენტრებად იქცნენ.
ბოლო პერიოდში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება ავსტრალიაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ბოლივიაში, სუდანში, ეთიოპიაში, ბულგარეთში, ბელგიაში, უზბეკეთსა და ისრაელში.