02:23
19 მაისი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
Reuters - მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა
07-04-2021

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Reuters-ი საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ფატალური შემთხვევების რიცხვის 2 მილიონამდე გაზრდას ერთ წელზე მეტი დრო, 2 მილიონიდან 3 მილიონამდე გაზრდას კი მხოლოდ 3 თვე დასჭირდა. ყველაზე მეტი გარდაცვლილი, 1.1 მილიონი, ევროპის რეგიონშია დაფიქსირებული. ხუთ ევროპულ ქვეყანაზე კი, გაერთიანებულ სამეფოზე, რუსეთზე, საფრანგეთზე, იტალიასა და გერმანიაზე, ამ შემთხვევების 60%-ი მოდის. ქვეყანა, სადაც კოვიდ 19-ს ყველაზე მეტი - 550 000-მდე - ადამიანი ემსხვერპლა, შეერთებული შტატებია.

მსოფლიოში ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობის 19% აშშ-შია დაფიქსირებული. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ქვეყენაში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიის სწრაფი ტემპი კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევების პრევენციას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოსახლეობის მესამედმა ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა უკვე მიიღო.

AutoPlay
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნამდვილი გმირი ნიკა მელია კიევშია ჩამოსული - მიხეილ სააკაშვილი
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა სავარაუდოდ, 22 მაისს გაიმართება
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე უკრაინის მოქალაქე დააკავა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ირაკლი ზარქუას განცხადებით, "ქართულ ოცნებას" კახა კალაძეზე უკეთესი ალტერნატივა არ ჰყავს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
კახა კალაძე "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები