ბელარუსის მედიამ დაკავებული ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის, დაკითხვის ნაწილის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადა ის აცხადებს, რომ ოპოზიციის მოწოდებებს ქუჩის საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებით აზრი არ აქვს.
„ახლა ასეთი აქტივობა შეუძლებელია. როდესაც ვილნიუსში ვიყავი, ღიად ვთქვი, რომ ქუჩის პროტესტები საჭირო არ არის. ჩვენ სულ მცირე უნდა დაველოდოთ ეკონომიკური ვითარების გამწვავებას, როდესაც ხალხი ქუჩაში ერთი ჯამი წვნიანისთვის გამოვა“, – ამბობს პროტასევიჩი ვიდეოჩანაწერში.
სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ბელარუსი იყენებს სავარაუდოდ იძულებით მოპოვებულ აღიარებების ვიდეოს დაკავებების გასამართლებლად და ოპოზიცის მხარდამჭერი დემონსტრაციების შეჩერების მცდელობისთვის.
შეგახსენებთ, 23 მაისს, ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, მინსკში იძულებით დასვეს და ბორტზე მყოფი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა დააკავეს.