პანდემიის დაწყების დროიდან აშშ პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, - ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების მილიონამდე შემთხვევა ბოლო 10 დღის განმავლობაში გამოვლინდა. აშშ-ში შაბათს კორონავირუსის 131 420 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში ვირუსს დღემდე 237 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობისათვის მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა.