აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 10.02 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 214 691-ს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ბოლო 30 დღის განმავლობაში რეგიონში ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა წინა 30 დღესთან შედარებით 31%-ით შემცირდა.
რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული რუსეთშია.
ყოველ 100 000 მოსახლეზე დაღუპულებისა და დაინფიცირებულების რაოდენობით კი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პირველ ადგილზე ჩეხეთია.