რეტრო ავტომობილებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ ეხებათ. ამის შესახებ ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ტიპის რარიტეტულ, ისტორიულ ავტომობილად ითვლება 1960 წლამდე გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
შეგახსენებთ, რომ პერიოდული ტყექნიკური ინსპექტირება 2018 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდა. 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.