რესტორნებმა 6 თებერვალს თვითნებურად გახსნა გადაიფიქრეს.
როგორც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, რესტორნებმა ეს გადაწყვეტილება მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯის გათვალისწინებით მიიღეს. მისი თქმით, რესტორნები მიტანის სერვისით გააგრძელებენ ფუნქციონირებას.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჯაროვებამდე რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას აანონსებდნენ.