„რესტორატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას რესტორატორთა მთავარი მოთხოვნა გააცნო, რაც ბიზნესის გახსნას გულისხმობს.როგორც ბურჯანაძე აცხადებს, დაწესებული რეგულაციებით სექტორი მთლიანად ჩამოიშალა და უამრავი ადამიანი უმუშევრად არის დარჩენილი. როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, ამ ვითარებაში 10 000-მდე კვების ობიექტიდან შესაძლებელია მხოლოდ ერთმა პროცენტმა შეძლოს მუშაობის გაგრძელება.