09:56
11 დეკემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
დღის თემა
რესტორანი ტყე-პარკის ნაცვლად? - დიღმის მასივში დაგეგმილი მშენებლობა, რომელსაც თბილისელები აპროტესტებენ
17-07-2019

დიღ­მის-ტყე პარკთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დავა კი­დევ ერთხელ გა­აქ­ტი­ურ­და. უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია თბი­ლი­სე­ლებს დრო­გა­მოშ­ვე­ბით უწევთ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა ამ ტე­რი­ტო­რი­ის სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნად დარ­ჩე­ნის მო­თხოვ­ნით.

ამ­ჯე­რად, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ტალ­ღა თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, დიღ­მის ტყე-პარკში 13 000 კვ/მ ტე­რი­ტო­რი­ას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-საქ­მი­ა­ნი ზო­ნის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა და მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა გა­ი­ცა კომ­პა­ნია „ანაგ­ზე“.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ახა­ლი შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ცენ­ტრ „კიას“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა აშენ­დეს, ტყე-პარკს რეს­ტორ­ნად და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრად გა­და­აქ­ცევს. მათი თქმით, პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა სა­ხალ­ხო სივ­რცე­სა და არ­სე­ბულ ეკო­სის­ტე­მას.

მე­რი­ა­ში კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ „ანა­გის“ მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა, რად­გან „კიას“ შე­ნო­ბა, სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მო იყო სა­პარ­კო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის­თვის. დიღ­მის ტყე-პარკში კი და­გეგ­მი­ლია კომ­პლექ­სის - „ორან­ჟე­რე­ას“ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­გა­მო­ფე­ნო, სა­კონ­ცერ­ტო და სა­დღე­სას­წა­უ­ლო ცენ­ტრი იქ­ნე­ბა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები