რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო მათ კლინიკაში დაკვირვების ქვეშ მყოფი მოქლაქეებიდან 6 ადამიანი საავადმყოფოს დღეს დატოვებს. როგორც ლევან გოფოძემ აღნიშნა, ამჟამად, რესპუბლიკურ საავადმყოდფოში, დაკვირვების ქვეშ იმყოფება 37 მოქლაქე და მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება ისანში მყოფ 39 მოქლაქეს, რომლებიც ასევე ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო დაკვირვების ქვეშ არიან, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს დილით არცერთ მათგანს ტემპერატურა არ აღენიშნებოდა. მისივე განმარტებით, ამ ადამიანებს სამედიცინო მსახურებას რესპუბლიკური საავადმყოფო უწევს. ამასთან, როგორც ლევან გოფოზემ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში რესპუბლიკურ საავადმყოფოს პაციენტების მისაღებად საკმარისო რაოდენობის ადგილი აქვს.