რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა, კვლავ მძიმე რჩება და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვითი სუნთვის რეჟიმში განაგრძობს მკურნალობას. მისივე თქმით, დანარჩენი კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც გოფოძე აღნიშნავს, კლინიკაში ამჟამად 63 პაციენტია, რომელთაგან კორონავირუსი 29 პაციენტს აქვს დადასტურებული.